გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას,რომელიც წარმოადგინა ტრენერმა პრეზენტაციის სახით.ვისწავლე როგორ გავაცნო მოსწავლეებს საავტორო უფლებები.დღევანდელ დღეს გავაკეთე პრეზენტაცია,თუ როგორ უნდა იყოს მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციები.
დასრულდა ჩვენი ცხრა დღიანი ტრენინგი. დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა და გავაკეთეთ მისი პრეზენტაცია. ასევე მოვისმინეთ და კომენტარის სახით შევაფასეთ სხვა პედაგოგების პრეზენტაციებიც. გავეცანით ვიდეო გაკვეთილებს. ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე. ეს ტრენინგი პირადად ჩემთვის იყო აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი,რათგან ბევრი ახალი ინფორმაცია შევიძინე,რომელსაც უკლებლივ გამოვიყენებ ჩემს პრაკტიკაში. და რაც მთავარია,ჩვენი ტრენერი ნინო კაჟაშვილი არის ძალიან მცოდნე თავისი საქმის.უაღრესად კომპეტენტური, ყურადღებიანი და სიღრმისეული ცოდნის ადამიანი.
Комментарии
Отправить комментарий